არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია ვიზიტების გაშუქება - ქეთევან ქარდავა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 29.12.2017
ნანახია: 1264

2018 წლის 1-ლი თებერვლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს დახურავს. ამის შესახებ მაუწყებლის ჟურნალისტი, ევროპის ბიუროს კორესპონდენტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში წერს:

,,სიახლე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს ერთგულ მაყურებელს, ვისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას შევატყობინო ეს ახალი ამბავი. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან საზ. მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება. მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს'', - წერს ქეთევან ქარდავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე