წყალმომარაგების ტარიფები გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 28.12.2017
ნანახია: 1199

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „მცხეთის წყალსა“ და შპს „რუსთავის წყალს“ 2018-2020 წლებისთვის წყალმომარაგების ტარიფები დაუდგინა.

ტარიფები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. ტარიფების მოქმედების ვადაა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების ტარიფებია:

საყოფაცხოვრებო ტარიფები

გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის:  0.329 თეთრი/მ3

გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი): 3.892 ლარი/სულზე/თვეში

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი: 4.400 ლარი/მ3  

შპს „მცხეთის წყალის“ წყალმომარაგების ტარიფები:

საყოფაცხოვრებო ტარიფები

გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის: 0.329 თეთრი/მ3

გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი): 3.888 ლარი/სულზე/თვეში

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები: 3.548 ლარი/მ3

შპს „რუსთავის წყალის“ წყალმომარაგების ტარიფები:

 საყოფაცხოვრებო ტარიფები

გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის:  0.405 თეთრი/მ3

გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი): 2.281 ლარი/სულზე/თვეში

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები:  3.644 ლარი/მ3




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე