გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრში აღადგინეს - ,,სასამართლო დავა დასრულებულია''

საქართველო, თბილისი - 17:19 | 27.12.2017
ნანახია: 1522

სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია და გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრში აღადგინეს, ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა თავად გაავრცელა.

,,სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია! დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩემი თუმანიშვილის თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ! სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად! მინდა აღვნიშნო რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის (ქეთი დოლიძე) დროს! წინასწარ ვულოცავ თუმანიშვილის თეატრს და ყველა ჩემს გულშემატკივარს შობა-ახალ წელს!'',- წერს გია როინიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე