ელექტროენერგია 1.56 თეთრით ძვირდება

საქართველო, თბილისი - 13:31 | 27.12.2017
ნანახია: 1113

სემეკ-ის დადგენილების პროექტით, ,,თელასის” აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.325 თეთრით გაძვირდება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღგ-ს ჩათვლით გადასახადი 1.56 თეთრით მოიმატებს.

“თელასი”-ს სამომხმარებლო ტარიფები:
– პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით)
მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრი
ახალი ტარიფი 14.54 თეთრი

– მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ)
მოქმედი ტარიფი 16.992 თეთრი
ახალი ტარიფი 18.56 თეთრი

– მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი)
მოქმედი ტარიფი 21.476 თეთრი
ახალი ტარიფი 23.04 თეთრი

გადაწყვეტილების პროექტი სხდომაზე უკვე გამოცხადდა და მას კომისიის წევრებმა კენჭი უნდა უყარონ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე