მდინარე ძირულაში დაკარგული 24 წლის ფეხმძიმე გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:25 | 18.11.2015
ნანახია: 1677

ზესტაფორნში მდინარე ძირულაში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა 24 წლის ფეხმძიმე ქალბატონის ცხედარი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ზესტაფონში მოხდა. ავტოსაზგზაო შემთხვევის დროს მანქანა მდინარეში გადავარდა. ავარიის დროს მანქანაში ფეხმძმე ქალბატონთან ერთად, კიდევ 2 მამაკაცი იმყოფებოდა, რომელთა გადარჩენაც გუშინვე მოხერხდა.

გოგონას ძებნა კი მდინარეში ამ დრომდე გრძელდებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე