აჭარაში სპორტის 2017 წლის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვეს

საქართველო, თბილისი - 11:56 | 27.12.2017
ნანახია: 1391

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარაში 2017 წლის სპორტის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვა. ღონისძიებაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძეც მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის კომისიის მიერ საგანგებოდ შეირჩა როგორც სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები, ფედერაციები და ჟურნალისტები.

სხვადასხვა ნომონაციაში დაჯილდოვდა 10 სპორტსმენი, 10 მწვრთნელი, 5 საუკეთესო ფედერაცია და 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი. დაჯლდოვდნენ ასევე ჟურნალისტები, რომლებიც მთელი წლის მანძლზე აშუქებდნენ სპორტულ მოვლენებსა და სხვადასხვა რანგის შეჯიბრებს. სპორტსმენებს საჩუქრებთან ერთად სპორტული მაღაზიის ფასიანი ვაუჩერები გადაეცათ.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა სპორტის მოღვაწეებს იმ ძალისხმევისთის, რომელსაც ისინი არ იშურებენ რეგიონში სპორტის განვითარებისთვის.

„ბათუმელი სპორტსმენები წელს განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენს რეგიონს არაერთი სახელოვანი ჩემპიონი სპორტსმენი აღუზრდია. ბევრმა მათგანმა კი მოიპოვა მაღალი სინჯის მედლები სხვადასხვა შეჯიბრებზე. ეს მწვრთნელების დიდი დამსახურებაცაა. თითოეულის წარმატება ნიშნავს ჩვენი კუთხისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. აჭარას მთელ საქართველოსთან ერთად ნამდვილად აქვს სიამაყის საბაბი. ჩვენი რეგიონის სპორტსმენთა დასამახსოვრებელი ორთაბრძოლები, საპრიზო ადგილები, ღირსეული გამოსვლები სხვადასხვა რანგის ასპარეზობებზე გვანიჭებს უდიდეს სიამაყის გრძნობას. მადლობა მათ ამისთვის„ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ სპორტსმენთა დაჯილდოებისას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე