გიორგისთან დაკავშირებით, პირველი კონსულტაციები გავიარეთ ონკოლოგ ზაზა უჯმაჯურიძესთან - გია როინიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:25 | 26.12.2017
ნანახია: 3825

გიორგისთან დაკავშირებით, პირველი კონსულტაციები გავიარეთ ონკოლოგ ზაზა უჯმაჯურიძესთან, ამის შესახებ მსახიობი გია როინიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,დღეს საკუთარი ინიციატივით შემომეხმიანა ავსტრიიდან უმაგრესი ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე და პირველი კონსულტაციები გავიარეთ გიორგისთან დაკავშირებით. სიტუაცია ძალიან დამაიმედებელია... ხვალ კონსულტაციები გაგრძელდება... დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება! დიდი მადლობა ბატონ ზაზას ასეთი გულისხმიერებისთვის!'', - წერს გია როინიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მას მკურნალობა ესაჭიროება საზღვარგარეთ. მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ ანაზღაურებს. 

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ ,,თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

მიმღები: თეონა ჩივაძე


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე