რა ღირს პრინც ჰარის საცოლის ნიშნობის ბეჭედი?

საქართველო, თბილისი - 14:32 | 22.12.2017
ნანახია: 2146

 

 

კენსინგტონის სასახლემ გამოაქვეყნა პრინც ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ნიშნობის პირველი ოფიციალური ფოტოები, რომლებზეც კარგად ჩანს მეგანის ნიშნობის ბეჭედი.

ცნობილია, რომ ნიშნობის ბეჭდის დიზაინი პრინცმა ჰარიმ თავად შექმნა - ის ინკრუსტირებულია სამი ბრილიანტით: ყველაზე დიდი პრინცმა ბოცვანადან ჩამოიტანა, ორი კი პრინცესა დიანას გვირგვინიდან არის მოხსნილი.

უცხოური მედია წერს, რომ ყველაზე დიდი  ბრილიანტი, შესაძლოა 250 ათას დოლარამდე ღირდეს, ორი სხვა კი თითოეული - 100 თასამდე. თუმცა სამკაულის ზუსტი ღირებულების დადგენა ჯერ ვერავინ შეძლო, რადგან მასში პრინცესა დიანას გვირგვინის ქვების არსებობა, მას შეუფასებელს ხდის.

შეგახსენებთ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთმანეთს უკვე წელიწადნახევარია ხვდებიან. წყვილმა ერთმანეთი 2016 წლის ზაფხულში გაიცნეს. ნიშნობის შესახებ მათ 27 ნოემბერს განაცხადეს. სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს გაიმართება. მას მომავალი წლის მთავარ მოვლენას უკვე უწოდებენ.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე