აჭარაში სერვისების გაუმჯობესების მიზნით 500 მოქალაქე გადამზადდა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 21.12.2017
ნანახია: 971

აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, რეგიონში სერვისების გაუმჯობესების მიზნით წელს 500 მოქალაქე გადაამზადდა.

ტურიზმში დასაქმებულ კადრებს ტრენინგები მთელი წლის განმავლობაში, როგორც ბათუმში, ასევე მთიან აჭარაში უტარდებოდათ. მსგავსი მასშტაბის ტრენინგ-კურსები გიდებისთვის წელს პირველად ჩატარდა. ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გამოიცა პრაქტიკული სახელმძღვანელი გიდებისთვის. 

მასტერკლასები და ტრენინგები ჩაუტარდათ ბათუმში განთავსებისა და კვების ობიექტებს, ასევე ტურისტული სააგენტოებისა და საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მოქმედ თანაშრომლებსაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე