ვინ არის Playboy-ს ვარსკვლავი, რომელმაც დათუნა მგელაძის კლიპში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:52 | 20.12.2017
ნანახია: 3075

მომღერალმა დათუნა მგელაძემ თავის თაყვანისმცემლებს წინასაახალწლოდ საჩუქარი გაუკეთა და ქართველ მაყურებელს ახალი კლიპი შესთავაზა.

„ისევ შენ“ - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც თავად დათუნას ეკუთვნის, ხოლო სიმღერის ტექსტი მანჩო გურგენიძეს და მარიამ ჩიხრაძეს.

კლიპის გადაღებები პრაღაში მიმდინარეობდა, სადაც მომღერალს პარტნიორობას Playboy-ს ვარსკვლავი ვერონიკა ფლორესი უწევს. კლიპის რეჟისორი იტალიელი ემანუელ დელა პია გახლავთ.

რაც შეეხება მომღერლის გეგმებს, დათუნა ახალი წლის ღამეს თბილისში გამართულ ცენტრალურ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე