,,მალიბუ & 69'' - ახალი პროექტი ქართულ შოუბიზნესში

საქართველო, თბილისი - 12:43 | 20.12.2017
ნანახია: 1772

ტერასაზე „თბილისი 360“ პროექტისმალიბუ & 69“ პრეზენტაცია გაიმართა. ამიერიდან ამ სახელწოდებით წარსდგება მომღერალი მალიბუ საზოგადოების წინაშე.

როგორც მალიბუს პროდიუსერმა ვაკო მეგენეიშვილმა პრაიმნიუსჯორჯიასთან საუბრისას განაცხადა, ეს იქნება სრულიად განსხვავებული პროექტი ქართულ რეალობაში, რითაც მალიბუ & 69“ 2018 წელს საქართველოს შიდა შესარჩევ ტურში მიიღებს მონაწილეობას.

„ამ პროექტმა უკვე გაამართლა, რადგან პრეზენტაციაზე მოწვეული გვყვავდა პროფესიონალი მუსიკოსები, პროდიუსერები, კომპოზიტორები, რომლებმაც ძალიან დადებითად და კარგად შეაფასეს ეს პროექტი. გარდა ამისა, მალიბუს რეპერტუარში იქნება მხოლოდ სამი ქართული სიმღერა, რომელიც ეკუთვნის არჩილ ჩიხლაძეს და პირადად ბატონ არჩილისგან ავიღეთ ამის ნებართვა. რაც შეეხება დანარჩენ სიმღერებს, რეპერტუარში გვექნება მხოლოდ საკუთრი სიმღერები“, - განაცხადა ვაკო მეგენეიშვილმა.

ლეგენდარულმა მომღერალმა არჩილ ჩიხლაძემ სიცოცხლე მოხუცთა თავშესაფარში დაასრულა. „რამდენიმე დღის წინ, მომღერალი მალიბუ გვესტუმრა და მისი სიმღერა ,,კართან მოდგა შემოდგომა" უმღერა. ვერ გველაპარაკებოდა, მაგრამ მისი სიმღერა იცნო და ტიროდა. ამ გოგომ ღირსეულად გააცილა ქვეყნიდან'', - განაცხადა მუხუცთა თავშესაფრის ხელმძღავნელმა მერაბ შათირიშვილმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე