დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 18.11.2015
ნანახია: 1540

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა და რიჩარდ ვებერმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პოლიტიკაზე. ასევე განიხილეს საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანებასთან.

„ჩვენ მივიღეთ დადებითი შეფასება მიმდინარე რეფორმებზე და ასევე დაპირება, რომ ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანება, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს სავაჭრო პალატას, რათა მისი როლი რეფორმებსა და ასევე კერძო სექტორის განვითარებაში გაძლიერდეს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე