ლარი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:58 | 19.12.2017
ნანახია: 975

19 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5473 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5453 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა. 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0081 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0001 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.80 თეთრი შეადგინა. 

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6627 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.4055 ლარი
ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 დეკემბრიდან შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე