მეცნიერებმა დაასახელეს სპორტის სახეობები, რომლებიც მამაკაცის პოტენციას აზიანებენ

საქართველო, თბილისი - 14:58 | 14.12.2017
ნანახია: 1973

გერმანელი მეცნიერების თქმით, სპორტის ზოგიერთი სახეობა სერიოზულად აქვეითებს მამაკაცის პოტენციას. სამეცნიერო ჟურნალ Originalia-ში კიოლნელმა სპეციალისტებმა ხანგრძლივი კვლევების შედეგები გამოაქვეყნეს.

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, პოტენციაზე ნეგატიურად მოქმედებს ველოსპორტი. გერმანელი სპეციალისტები სპორტსმენებს ურჩევენ ხშირად შეცვალონ პოზები ჯდომის დროს, ასევე გამოიყენონ ფართო სკამი. პოტენციისთვის ასე საშიშია მოტოციკლით სეირნობა და ცხენით ჯირითი.

მამაკაცის ჯანმრთელობაზე ასევე გავლენას ახდენს მარათონული სირბილი. მეცნიერების თქმით, ხანგრძლივი სირბილის დროს ორგანიზმში ეცემა ტესტოსტერონის დონე, რაც უარყოფითად აისახება ლიბიდოზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე