ირაკლი შიხიაშვილი აშშ-ში ქართველ ვეტერანებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:15 | 18.11.2015
ნანახია: 1547

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ნიუ-იორკში არსებულ ასოციაცია „თვისტომის“ ორგანიზებით ბრუკლინში, ქართული კულტურის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ქართულ დიასპორასთან, მათ შორის შტატებში მცხოვრებ ქართველ ვეტერანებთან.

შეხვედრაზე ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრისას ასევე განიხილეს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ვეტერანების არსებული მდგომარეობა, სამსახურის დირექტორმა მათი პრობლემები მოისმინა და დაიგეგმა ვეტერანთა მონაცემთა ბაზის სრულყოფისთვის აშშ-ში მცხოვრები ვეტერანების აღრიცხვიანობა, მათი პრობლემების გადაჭრისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები.

შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ში რესპუბლიკური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც თავის მხრივ მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა ქართული დიასპორისა და ვეტერანების მიმართ. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აშშ-ში რესპუბლიკური კლუბის ვიცე-პრეზიდენტთან და რესპუბლიკური პარტიის წევრებთან შეხვედრა, სადაც განიხილება საქართველოში მცხოვრები ვეტერანებისთვის სხვადასხვა სოციალური პროექტების ერთობლივად დაგეგმვისა და განხორციელების პერსპექტივები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე