2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 17:08 | 13.12.2017
ნანახია: 2592

სამოდელო ბიზნესში რთულია დიდი ჰონონარით ვინმეს გაოცება, მაგრამ მიმდინარე  წელს პოდიუმზე დედოფალი შეიცვალა.

ჟიზელ ბიუნდჰენმა, რომელიც Forbes -ის ვერსიით 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სათავეში იყო, ადგილი ახალგაზრდა კონკურენტს დაუთმო. ახლა პოდიუმის ყველაზე წარმატებული ვარსკვლავების ათეული ასე გამოიყურება:  

მე-10 ადგილს იკავებს ამერიკელი plus-size მოდელი ეშლი გრემი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 5,5მლნ დოლარი გამოიმუშავა. ის ბოდიპოზიტივის მკაფიო მომხრეა და ცოტა ხნის წინ Victoria’s Secret-ს ხორცსავსე მოდელების არარსებობის გამო დასცინა.  



მე-9 ადგილზეა ბელა ჰადიდი.

ყველაზე ახალგაზრდა მოდელი ამ სიაში 21 წლის ბელა ჰადიდია. მისმა ჰონორარებმა 2017  წელს 6 მლნ დოლარი შეადგინა. ბელა პოზირებდა უამრავი ბრენდისთვის. მათ შორის Dior-სთვის.

მე-8 ადგილი წილად ხვდა ლიუ ვენს.

მარტში ლიუ ვენი პირველი ჩინელი მოდელი გახდა, რომელიც Vogue-ის ამერიკული ვერსიის გარეკანზე მოხვდა. სულ ერთი წლის განმავლობაში მან 6,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა.


მე-7 ადგილი კარლი კლოსს ერგო.

ამერიკელი 25 წლის მოდელი უკვე 36-ჯერ მოხვდა Vogue-ის სხვადასხვა გამოცემის გარეკანზე. 2017 წელს მისმა ჰონორარებმა 9 მლნ დოლარი შეადგინა.

სუპერმოდელი მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Sawrovski და Adidas-ი. ის გატაცებულია ინფორმატიკით და მის პროგრამირების არაკომერციულ სკოლაში 500-ზე მეტი გოგონა სწავლობს.

მე-6 ადგილი წილად ხვდა როუზი ჰანთინგთონ-უაიტლის. ჯეისონ სტეტჰემის გერლფრენდმა ერთი წლის განმავლობაში 9,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა. იმის მიუხედავად, რომ ივნისში ვაჟი შეეძინა, ის მუშაობას განაგრძობს Ugg

-თან, Burberry-თან, საიუველირო სახლთან Nirav Modi-თანდა ანვითარებს ქალის თეთრეულისსაკუთარ ხაზს, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ხაზს  Marks & Spencer-თვის.

მე-5 ადგილზეა ჯიჯი ჰადიდი.

2017 წელს მან 9,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა და მეხუთე ადგილი ჰანთინჰთონ-უაიტლისთან ერთად გაიყო.

ჯიჯი და ბელა ჰადიდები პირველი დები გახდნენ, რომლებიც მაღალანაზღაურებადი მოდელების ათეულში მოხვდნენ.

მე-4 ადგილზე ადრიანა ლიმა აღმოჩნდა. 36 წლის ბრაზილიელი მოდელი 1999 წლიდან Victoria

s Secret-ის „ანგელოზია“. მისმა ჰონორარებმა ერთი წლის განმავლობაში 10,5 მლნ დოლარი შეადგინა.

მე-3 ადგილი წილად ხვდა კრისი თეიგენს. მან 13,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მუსიკოს ჯონ ლეჯენდის ცოლი მრავალ პროექტში მონაწილეობს, მათ შორის Smirnoff-ის რეკლამაშიც.


მე-2 ადგილზეა ჟიზელ ბიუნდჰენი. ბრაზილიელი მოდელის ჰონორარები 17,5 მლნ დოლარს შეადგენს. მისი შემოსავალი გასულ წელთან შედარებით თითქმის ორჯერ შემცირდა. შარშან მან 30,5მლნ დოლარის გამომუშავება შეძლო. ის მუშაობს Carolina Herrera-სთან. ფეხსაცმლის მწარმოებელ Arezzo-თან და საიუველირო კომპანია Vivara-თან. თავისი კარიერის განმავლობაში ჟურნალების გარეკანებზე 1200-ჯერ მოხვდა.


პირველ ადგილს ქენდალ ჯენერი იკავებს.

22 წლის ქენდალს Instagram-ზე 85 მლნ-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რაც მინიმუმ ორჯერ მეტია,  ამ სიაში მოხვედრილი მოდელების ხელმომწერებზე. ქენდალი მუშაობს ბრენდებთან Estée Lauder-ი, Adidas-ი და თეთრეულის მწარმოებელთან La Perla-თან.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე