მადონას ცუდ დედას უწოდებენ

საქართველო, თბილისი - 14:54 | 13.12.2017
ნანახია: 1221

თანამედროვე საზოგადოება გაცილებით  მაღალი მორალის მატარებელი გახდა. მადონასთვის, რომელსაც აკრძალული ნივთიერებები და ალკოჰოლი უყვარდა და რომლის კლიპებიც კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალული იყო,  80-იან წლებში რომ ეთქვათ, 30 წლის შემდეგ მას არასრულწლოვანი შვილის გამო გაკიცხავდნენ, რომელსაც ლუდის ბოკალთან ერთად წაასწრეს, და რომ ის ცუდი დედაა, ვარსკვალვს ნამდვილად გაუკვირდებოდა. მაგრამ 2017 წლის ბოლოსთვის ეს ნამდვილად ასეა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მას ხშირად უწოდებენ ცუდ დედას.

ვარსკვლავის შვილების მხრიდან ნებისმიერმა უმნიშვნელო სამართალდარღვევამ შესაძლოა სოციალური სამსახურის თანამშრომლები სერიოზულად დააფიქროს, შეუძლია თუა არა მომღერალს შვილების აღზრდა.

ამიტომ როდესაც მადონამ გამოაქვეყნა ფოტო თავის ვაჟთან როკოსთან ერთად და გაუკეთა

უცნაური წარწერა: „წვეულება მხოლოდ იწყება!“ მალევე მოუხდა თავის მართლება, რომ საღამოზე არანაირი ალკოჰოლი არ ყოფილა.

 „არავინ სვამდა, ჩვენ უბრალოდ დროს ვატარებდით! დამშვიდდით და ნუ დაკარგავთ იუმორის გრძნობას!“ - წერდა პოპ-დივა სოციალურ ქსელში აღშფოთებული მომხმარებლების გასაგონად.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როკო არაერთხელ დააკავეს ნარკოტიკების შენახვისთვის. მადონა მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი მამის მხრიდან, რომელთანაც როკო ცხოვრობს,  მზრუნველობის ნაკლებობაა. თუმცა ქალიშვილი ლურდესი, რომელიც მადონასთან არის, პოლიციამ იგივე დანაშაულისთვის უფრო ადრე დააკავა, როდესაც ის 15 წლის იყო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე