დონალდ იენსენი: უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა იმუშავებს რუსული გავლენების აღმოსაფხვრელად

საქართველო, თბილისი - 11:16 | 18.11.2015
ნანახია: 1480

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ იენსენი "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში აცხადებს,რომ  სამწუხაროა, რომ საქართველოს მოსახლეობის მესამედი მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირს, თუმცა ამბობს, რომ ეს მესამედია, რაც ნიშნავს, რომ დანარჩენ 70%-ს არ სურს ევრაზიული კავშირი.

"თანამედროვე პლურალისტულ ქვეყანაში ეს საგანგაშო მაჩვენებელია, ვიმედოვნებთ მაჩვენებელი არ გაიზრდება. ვფიქრობ, მთავრობას და დასავლეთს ძალუძთ ამ მაჩვენებლის მართვა. ვერ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ყველანი შევთანხმდებით, მაგრამ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მთავრობა თანმიმდევრულად იმუშავებს რუსული გავლენების აღმოსაფხვრელად, რათა აჩვენოს დასავლეთის უპირატესობა და ის, რომ რუსეთთან სიახლოვეს სასიკეთო არაფერი მოაქვს", - აღნიშნა იენსენმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სირთულეების მიუხედავად, საქართველოს მთავარი კურსი მაინც დასავლეთი იქნება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე