რომან პოლანსკის მიმართ აშშ-ში ახალი გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:24 | 13.12.2017
ნანახია: 995

ლოს-ანჯელესის პოლიციამ რეჟისორ რომან პოლანსკის მიმართ ახალი გამოძიება დაიწყო.
ამერიკელი მარიანა ბარნარდის თქმით, 1975 წელს, როდესაც ის 10 წლის იყო, რეჟისორის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის სექსუალურ შევიწროებას. პოლანსკის ადვოკატი ბრალდებას უარყოფს.

როგორც გამოცემა Los Angeles Times-ი წერს, გამოძიება ბარნარდის ბრალდებას უკავშირდება. აღნიშნულია, რომ პოლანსკის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება, რადგან საქმის ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია.

ამასთან გამოძიებამ მიღებული ცნობები შესაძლოა სხვა საქმისთვის გამოიყენოს.

ბარნარდის გარდა, ანალოგიური ბრალდებები პოლანსკის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე ქალმა წამოაყენა.

ერთ-ერთა მათგანმა, 61 წლის რენატა ლენგერმა სექტემბერში შვეიცარიის პოლიციას მიმართა. ის ამტკიცებს, რომ პოლანსკიმ 1972 წელს გააუპატიურა.

ოფიციალურად პოლანსკის ბრალად ედება 13 წლის ამერიკელი სამანტა გეიმერის გაუპატიურება. ინციდენტი 1977 წელს, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის ჯეკ ნიკოლსონის სახლში მოხდა.

კინორეჟისორმა დანაშაული აღიარა, თუმცა საფრანგეთში გაიქცა და დღემდე ამერიკულ მართლმსაჯულებას ემალება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე