აშშ სამხედროების რაოდენობას ზრდის

საქართველო, თბილისი - 11:18 | 13.12.2017
ნანახია: 898

აშშ პირველად ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 2018 წელს სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას გაზრდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ამერიკის ლიდერის თქმით, მომავალი წლისთვის დაგეგმილია სამხედროების ხელფასების მასშტაბური გაზრდაც.

მანამდე ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტს. დოკუმენტის შესაბამისად ვაშინგტონი თავდაცვის მიზნებისთვის 692 მლრდ დოლარს გამოყოფს, ამსთან 4,6 მლრდ გამოიყოფა მოსკოვის შესაკავებლად და ევროპაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ამის გარდა გაგრძელდება აკრძალვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე, ასევე ბიუჯეტში გათვალსწინებული იქნება უკრაინისთვის  350 მლნ დოლარის მოცულობის დახმარება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე