დონალდ იენსენი: საქართველო არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია
საქართველო, თბილისი - 11:15 | 18.11.2015 ნანახია: 703
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ იენსენი "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში აცხადებს,რომ საქართველო არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს, ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი - თქვას, რომ საქართველო მზად არ არის.
"ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში არსებობს იმპულსების მთელი რიგი, რომელთა ნაწილიც რუსეთს უფრო ძლიერ როლს ანიჭებს, ვიდრე ეს ამ იმპულსების გარეშე იქნებოდა. არსებობს ბიზნესკავშირები რუსეთთან, არის კორუფცია, რომელსაც რუსეთი წაახალისებს, არსებობს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და საზოგადოების ნაწილი, რომელიც უფრო ღიაა რუსული მესიჯების მისაღებად. მთლიანობაში ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოებას აზიანებს და დასავლეთიც, რაღაც გაგებით, დაიღალა ამ ყველაფრისგან. საქართველო, თავისი უახლესი ისტორიის გამო, არ არის ისეთი მშვიდი და კონსოლიდირებული დემოკრატია, როგორიც მაგალითად პოლონეთია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს, ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი _ თქვას, რომ საქართველო მზად არ არის", - განაცხადა დონალდ იენსენმა.
პოლიტიკა
- არასწორია ინფორმაცია, რომ უმრავლსეობამ არ იცოდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივის შესახებ - ეკა ბესელია
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დეპუტატის მიერ მომზადებულ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს - ირაკლი კობახიძე
- „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
- აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებენ
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბერლინში გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
- დიმიტრი მედოევის განცხადება არის ცალსახა პროვოკაცია, რომლის მიზანია საზოგადოების დაშინება - ქეთევან ციხელაშვილი
- ადრე თუ გვიან ყაზბეგი ოსეთს დაუბრუნდება - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ მოქალაქე დააკავეს
ბიზნესი
- ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი
- SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა "ხავერდის მზე" გაიმართება
- საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
- PSP-ში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური აქციები მიმდინარეობს
თავდაცვა
- კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს
- ხვალიდან, სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება
- სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასები 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება
- 2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება - ლევან იზორია