იენს სტოლტენბერგს მანდატი გაუგრძელეს

საქართველო, თბილისი - 18:00 | 12.12.2017
ნანახია: 790

ნატოს გენერალურ მდივანს მანდატი 2 წლით გაუგრძელეს. ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

იენს სტოლტენბერგს მანდატი 2018 წლის შემოდგომაზე ეწურებოდა. პოსტზე ის 2020 წლამდე დარჩება.  

„ალიანსის წევრი ქვეყნები სრულებით დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ის ძალისხმევას არ დაიშურებს 21-ე საუკუნის გამოწვევებთან ნატოს ადაპტაციისთვის,“-ნათქვამია განცხადებაში.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე