პრეზიდენტმა ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიაში ელჩის თანამდებობაზე დანიშნა

საქართველო, თბილისი - 17:25 | 12.12.2017
ნანახია: 909

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ელგუჯა ხოკრიშვილს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ელგუჯა ხოკრიშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 8 იანვრიდან შეუდგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე