ტრამპს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 15:56 | 12.12.2017
ნანახია: 944

ტელეარხ NBC-ის ეთერში სამმა ამერიკელმა ქალმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ბრალდებებით ჯესიკა ლიდსი, სამანტა ჰოლვი და რეიჩელ კრუკსი გამოვიდნენ.

ქალების თქმით, ამერიკის ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს. ჰოლვი, კრუკსი და ლიდსი კონგრესისგან გადამწყვეტ ქმედებებს ელოდებიან.

ჰოლვის თქმით, 2006 წელს ტრამპი გასახდელში „მის მოსფლიოს“ მონაწილეებს შეეჭრა, რომლებიც ნახევრადშიშვლები იყვნენ. კრუკსი ინციდენტის შესახებ საუბრობს, რომელიც Trump Tower-ის ლიფტთან გადახდა. ლიდსი კი თვითმფრინავში ტრამპის მხრიდან მისი მისამართით განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდა.  

 „ეს 1980 წელს მოხდა, ის  ჩემი კაბის ქვეშ ხელების შეყოფას შეეცადა. იძულებული გავხდი ჩემს ადგილზე ეკონომ-კლასში დავბრუნებულიყავი“, - აღნიშნა ჯესიკა ლიდსმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე