ავსტრიაში გაზსადენის აფეთქების შემდეგ ევროპის ქვეყნებს გაზის მიწოდება შეუწყდა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 12.12.2017
ნანახია: 774

ავსტრიის ბაუმგართენის გაზსადენის აფეთქების გამო გაზის მიწოდება შეწყდა იტალიაში, სლოვენიასა და უნგრეთში.
 აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. თუ როდის მოიხსნება შეზღუდვები, უცნობია.

დილით ბაუმგართენში გაზსადენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება მოხდა. წითელი ჯვრის მონაცემებით დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი. სადგურის მუშაობა მთლიანად გაჩერდა.

ბაუმგართენის სადგური ევროპის უმსხვილესი გაზგამანაწილებელი ცენტრების სამეულში შედის.

ბაუმგართენის სადგურის გავლით რუსეთის გაზის მესამედი დასავლეთ ევროპას მიეწოდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე