ტრანსგენდერი მოდელის შიშველი ფოტო Elle-ის გარეკანზე გამოჩნდა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 12.12.2017
ნანახია: 1628

ჟურნალ-მა Elle Brazil-მა დეკემბრის ნომრის გარეკანზე ტრანსგენდერი მოდელის ლეა თის შიშველი ფოტო დაბეჭდა.

გამოცემა ხუთი გარეკანით გამოვიდა, რომლებზეც ბრაზილიელი ვარსკვლავები ხელოვნების ნიმუშებს ანსახიერებენ. 36 წლის მოდელი ტრანსგენდერი ბოტიჩელის ვენერას როლში წარსდგა.

ლეა თი 1981 წელს ბრაზილიის ფეხბურთის ნაკრების მოთამაშის ტონინიო სერეზოს ოჯახში დაიბადა. 2010 წლიდან ის მოდელად მუშაობს. თანამშრომლობდა ბრენდ Givenchy-თან, მონაწილეობდა ჟურნალების Vogue-ს, Hercule-სა, და Interview-ის ფოტოსესიებისთვის.

2012 წელს სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. 2016 წელს ლეა თი პირველი ღია ტრანსგენდერი გახდა, რომელმაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე