შსს-მ გურიაში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 12.12.2017
ნანახია: 834

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,

1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ კ.მ.-ს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კ.მ. განაწყენებული იყო ნაცნობზე - გ.ფ.-ზე, რომელმაც წარსულში, შეიარაღებულმა სახლში მიაკითხა და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა, ანგარიშსწორების მიზნით, გ.ფ.-ს მოკვლა განიზრახა. ამისთვის მან სპეციალურად, ფარულად შეიძინა ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ივლისს, კ.მ. და მისი თანამზრახველი ავტომობილით აედევნენ მსხვერპლს - 1975 წელს დაბადებული გ.ფ., რომელიც ოზურგეთში, ნათესავთან - 1984 წელს დაბადებული დ.ო.-სთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს ისინი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გ.ფ. და დ.ო.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან მიმალულმა ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველმა ავტომანქანა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურის ტერიტორიაზე დაწვეს და მიატოვეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის

მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ბრალდებულ კ.მ.-ზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძებნა გამოცხადდა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე