უკრაინელი ხალხი სააკაშვილის ავანტიურას არ წამოეგება - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 13:50 | 12.12.2017
ნანახია: 1721

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ ,,უკრაინელი ხალხი და უკრაინა, როგორც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, სააკაშვილის ავანტიურას არ წამოეგება". 

ბესელიას შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა რუსულ კავშირებთანსააკაშვილის ბმა.

,,პოლიტიკური თვალსაზრისით ის, რაც ხდება ჩვენს მეგობარ, პარტნიორ ქვეყანაში, დრამატული სურათია, ჩვენთვის, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი, რადგან იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტიურა. ეს არის კარგად წაკითხული წიგნი, სცენარი, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინა, როგორც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ამ ავანტიურას არ წამოეგება. ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის ბრალდება - რუსულ კავშირებთან სააკაშვილის ბმა, რაშიც მას ბრალი აქვს წაყენებული, თუმცა ეს დადასტურდება თუ არა, სასამართლოს საქმეა და სასამართლო განსჯის, მაგრამ ეს მაინც არის საყურადღებო. რადგან მთელი ეს პროცესი ბუნებრივია, ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილთან დაკავშირებით, ამაზე პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადებები. პოლიტიკური გუნდი და პარლამენტი, ბუნებრივია, ამ პროცესებში არ ჩავერევით,"- განაცხადა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე