ზღვიდან 21 წლის გოგონა გამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 11:07 | 12.12.2017
ნანახია: 1004

ბათუმის ბულვარის დაცვის სამსახურმა 11 დეკემბერს, ზღვიდან 21 წლის გოგონა გამოიყვანა.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას პირველადი სამედიცინო დახმარება სანაპიროზე გაუწიეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,სამმართველოს თანამშრომლებმა „პიერ ბათუმის“ ტერიტორიაზე უბედური შემთხვევისგან იხსნეს 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ზღვაში შევიდა. (სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას) დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დროულად მოახდინეს ფაქტზე რეაგირება, ზღვაში შეცურეს და მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. 21 წლის ქალბატონს პირველადი სამედიცინო დახმარება ზღვის სანაპიროზე გაეწია, შემდგომ კი გადაყვანილ იქნა ბათუმის ჰოსპიტალურ საავადმყოფოში. ამ დროისათვის მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე