არ უნდა დავუშვათ პოროშენკოს მცირედი გამარჯვებაც კი - დავით საყვარელიძე

საქართველო, თბილისი - 18:14 | 11.12.2017
ნანახია: 1286

„ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრი, თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ხაზებს, გვექნება უფლება რადიკალურ მოქმედებებზე გადავიდეთ,“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სასამართლო შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

დავით საყვარელიძე აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი შესაძლოა, გვიან საღამომდე გაგრძელდეს.

„არ უნდა დავუშვათ პოროშენკოს მცირედი გამარჯვებაც კი, რადგან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩაშალონ ჩვენი მშვიდობიანი, ცივილიზებული მსვლელობები. თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ხაზებს, გვექნება უფლება რადიკალურ მოქმედებებზე გადავიდეთ,“ - აღნიშნულია ,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით საყვარელიძის მიმართვაში. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პიჩორის რაიონულ სასამართლოში სამ საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. სასამართლოს შენობის გარეთ "ახალ ძალთა მოძრაობის" წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე