ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უსაფრთხოების ქსელ PESCO-ს შექმნაზე შეთახმდნენ

საქართველო, თბილისი - 17:39 | 11.12.2017
ნანახია: 899

ევროკავშირის წევრი ოცდახუთი სახელმწიფო ოფიციალურად შეთანხმდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის ახალი ქსელის შექმნაზე. ,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 11 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის, გერმანიის და კი

დევ 23 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას მუდმივი, სტრუქტურირებული თანამშრომლობის ქსელი, ანუ PESCO.

ერთი თვით ადრე ევროკავშირის 23 ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის შეატყობინეს თავიანთი სურვილი, განხორციელებულიყო ამგვარი ინიციატივა. მოგერინი დოკუმენტის გაფორმებას მიესალმა და ამას ,,ისტორიული მომენტი": უწოდა.

პროექტს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდნენ პორტუგალია და ირლანდია. ამჟამად ინიციატივაში არ მონაწილეობენ ბრიტანეთი, დანია და მალტა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე