ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:06 | 11.12.2017
ნანახია: 1138

11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.6673 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც

დღეს მოქმედებდა, 2.6794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.21 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1466 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6958 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.5678 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 დეკემბრიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე