კევინ სპეისმა ნორვეგიის მეფის სიძეს ხელი ფეხებშუა დაადო და სათესლე ჯირკვლებზე მოუჭირა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 11.12.2017
ნანახია: 1768

ნორვეგიის მეფის ჰარალდ მეხუთის ყოფილი სიძე, მწერალი არი ბენი ჰოლივუდის მსახიობს კევინ სპეისს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ბენის თქმით, ინციდენტი 2007 წელს კონცერტის შემდეგ გამართულ ვახშამზე მოხდა, რომელიც ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას ეძღვნებოდა. მწერლის თქმით, სპეისიმ მაგიდის ქვეშ მას ხელი ფეხებშუა დაადო და სათესლე ჯირკვლებზე მოუჭირა. „მე გულუხვი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იყო“, - აღნიშნა მწერალმა.

45 წლის ლიტერატორის თქმით, ათი წლის წინ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და მამაკაცების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც სპეისის აინტერესებდა.

როგორც ცნობილია, ოქტომბრის ბოლოს სპეისის ირგვლივ სექს-სკანდალი აგორდა.

ვარსკვლავი სულ მცირე 15-მა ადამიანმა  სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მათ შორის მსახიობმა ენტონი რეპმა, რომელიც ინციდენტის დროს 14 წლის იყო.

არი ბენი ნორვეგიის პრინცესა ლუიზაზე 2002 წელს დაქორწინდა, 2016 წლის მარტში კი წყვილმა განქორწინების შესახებ განაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე