ირაკლი აბესაძე: ნარმანია და მისი გუნდი იდენტიფიცირებას ვერ ახდენს, თუ რა პრობლემები აქვთ თბილისში

საქართველო, თბილისი - 10:48 | 18.11.2015
ნანახია: 1565

ეს უნიათობის 1 წელი კი არა, მავნებლობის და საბოტაჟის 1 წელი იყო, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ გადაცემა არჩევანში.

მისი თქმით, 2015-მა წელმა დაგვანახა, რომ ნარმანია და მისი გუნდი იდენტიფიცირებას ვერ ახდენს, თუ რა პრობლემები აქვთ თბილისში.

„ეს უნიათობის ერთი წელი არ იყო. ეს იყო მავნებლობის და საბოტაჟის წელი. 1 მილიარდი ისე დახარჯეს, რომ თითი თითზე არ დადებულა. ადამიანების ცხოვრება თუ არ გაუარესდა, არ გაუმჯობესებულა. ნოემბერია და თბილისში გადათხრილი ქუჩებია. მაშინ, როცა მაისში მერიამ 18-მილიონიანი ძვირი სესხი აიღო მიმდინარე გზების შეკეთებაზე. შედეგად გვაქვს გადათხრილი ჭავჭავაძის, წერეთლის და სხვა ქუჩები. ამ პერიოდში საგზაო სამუშაოების წარმოება რისკის შემცველია“, - განაცხადა აბესაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე