„მარიგოლდის“ მორიგი გრანდიოზული პროექტი და საპატარძლო კაბებში გამოწყობილი ჟურნალსიტები

საქართველო, თბილისი - 15:17 | 11.12.2017
ნანახია: 2356

ქართულმა ბრენდმა „მარიგოლდი“ მორიგი პროექტი „მთა და ქორწინება“ ჭიათურაში წარადგინა. ღონისძიება პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ცნობილი სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწილო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი გამართეს, რომელიც ჭიათურის უძველეს თეატრში დიდი ღონისძიებით დასრულდა.

თეატრის სცენაზე ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ინა ასანიძემ, კომპანია „მარიგოლდის“ თავმჯდომარემ თამარ ნადირაძემ და იურისტთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელმა ირმა კახიძემ 3 ხანდაზმულ და 3 ახლადდაქორწინებულ პირს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

სტუმრებს შორის იყვნენ წყვილები, რომლებიც რომლებიც 50 წელი ერთად ცხოვრობენ. „მარიგოლდის“ ხელმძღვანელმა თამარ ნადირაძემ და ჭიათურელმა ბიზნესლედიმ ნანა ნოზაძემ ქველმოქმედების მიზნით, ჭიათურის რიტუარების სახლს 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცეს.

მათი გადაწყვეტილებით, იმ ოჯახების გოგონებს, ვინც 
მაისამდე დაქორწინებას გადაწყვეტს, კაბები საჩუქრად გადაეცემათ.

საღამოს მუსიკალური ნომრებით კვარტეტი „ჭიათურა“ აფორმებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე