საუდის არაბეთში პირველი კინოთეატრები გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 14:18 | 11.12.2017
ნანახია: 899

საუდის არაბეთში პირველი კინოთეატრები 2018 წლის მარტიდან გაიხსნება. ამის შესახებ სამეფოს კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი. ამ დრომდე ქვეყანაში მასობრივი გასართობი დაწესებულებები აკრძალული იყო.

მინისტრის განცხადების თანახმად, დაწყებულია შესაბამისი ლიცენზიების გაცემა. მინისტრის თქმით, კინოთეატრების გახსნა ეკონომიკური აღმავლობისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის კატალიზატორი გახდება.

საუდის არაბეთში კინოთეატრების 1980-იანი წლებში აიკრძალა.

საუდის არაბეთის განვითარების ეკონომიკური პროგრამა 2030 წლამდე ითვალისწინებს გასართობი სეგმენტის სერიოზულ ზრდას, რაც სამეფოს აიძულებს უარი თქვას უკიდურესად კონსერვატიულ პოლიტიკაზე.

როგორც მოსალოდნელია, 2030 წლისტვის ქვეყანასი კონოთეარების 300 ქსელი ამუშავდება, სადაც ფილმებს ფართო აუდიტორიისთვის აჩვენებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე