პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევა - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 13:27 | 11.12.2017
ნანახია: 1284

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსტიტუციაში საარჩევნო კოლეგიის შემოღების საკითხი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევა და ტერმინი „ხმოსნები“ შეიცვლება.

,,დამატებითი მსჯელობა იყო, 2024 წლის და ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის, ხომ არ აერჩია პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტს და არა საარჩევნო კოლეგიას. იურიდიულად ეს უფრო სწორი მექანიზმი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ, ალბათ, უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი მეტი წარმომადგენლობით ავირჩიოთ და 2024 წელს და ყოველ შემდგომ არჩევნებზე პრეზიდენტი აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა“, - განმარტა მდინარაძემ

ცნობისთვის, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე