შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 09:40 | 18.11.2015
ნანახია: 1596

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული გურამ მ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამაცველებმა 5 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას გურამ მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გურამ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე