ლადო სადღობელაშვილს პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 11.12.2017
ნანახია: 961

„ქართული მარშის” სამი წევრი, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ლადო სადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენი ორი წევრი კი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ამასთან, ლადო სადღობელაშვილმა ალკოტესტზე უარი განაცხადა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე