“არ დავთმოთ ღამე”- ღამის მსვლელობა ქალებისთვის გმირთა მოედნიდან ცირკის სასახლემდე

საქართველო, თბილისი - 17:11 | 09.12.2017
ნანახია: 994

10 დეკემბერს, საღამოს 7:30 საათზე, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი მართავს ღამის მსვლელობას “არ დავთმოთ ღამე”.

მსვლელობის მიზანია სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი აღმოფხვრა. წლევანდელი მსვლელობა ეძღვნება მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების პრობლემას.

მსვლელობა დაიწყება გმრითა მოედნის ცირკის მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან და გმირთა მოედანის, ვარაზისხევისა უნივერსიტეტის გავლით, დასრულდება მზიურთან, სადაც კაფეში “ახალი მზიური” გაიმართება ფილმის „ნადირობის ველი“ ჩვენება (ქართული გახმოვანებით) და დისკუსია. ფილმი დოკუმენტურია და ამერიკის უნივერსიტეტებში გაუპატიურების პრობლემას ეძღვნება. 

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ცნობილია, როგორც მოძალადეების ერთ-ერთი ნაცადი თავშესაფარი. ბოლო პერიოდში მიწისქვეშა გადასასვლელების მიმართ ხელისუფლების ყურადღების მიუხედავად, მნიშვნელოვანია რომ მიწისქვეშა გადასასვლელების უსაფრთხოების საკითხს მხოლოდ სანიტარული დატვირთვა არ მიეცეს და განიხილებოდეს, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი.

“არ დავთმოთ ღამე“ საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი აღმოფხვრა. ღონისძიება 1970–იანი წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად 30–ზე მეტ ქვეყანაში იმართება.

ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ იმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე