გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველო, თბილისი - 16:05 | 09.12.2017
ნანახია: 837

ზურაბ ჟვანიას იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერმინისტრის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად,  დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა. 

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი  სახელმწიფო მოღვაწისა და მეგობრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას. 

დღეს ზურაბ ჟვანიას 54 წელი შეუსრულდებოდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე