ქობულეთში, ორი დღის წინ დაკარგულ მე-12 კლასელს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 13:12 | 09.12.2017
ნანახია: 832

ქობულეთში, სოფელ დაგვაში მე-12 კლასელს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

„სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა, სკოლაში არ მისულა, სოფელ ბობოყვათში სწავლობდა. ქობულეთის ცენტრში ჩასულა, ტელეფონი გამორთულო აქვს. საღამოს მივმართე პოლიციას. თუ ვინმემ რამე იცის ვთხოვ დამიკავშირდეს. სახეზე ჭრილობები აქვს, დაკარგვამდე 4 დღით ადრე წაიქცა და სახე დაიზინა“, - განაცხადა გოგი დილიძის მამამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე