მე არ მომწონს სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, მაგრამ დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ მოხდა - უგულავა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 09.12.2017
ნანახია: 1136

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ არ მიმაჩნია სწორად  სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, თუმცა არ უნდა  გვიხაროდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება.

“საპროგნოზოდ ძალიან ძნელია, არ ვიცით რა იქნება, მაგრამ იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა საქართველოში, იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა მისი საქმიანობა უკრაინაში, ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება. ეს ფაქტი არის მძიმე. პოლიტიკურ აქციებზე არ ვსაუბრობ, ეს მეასეხარისხოვანია. “ევროპული სქართველო” და მე პირადად, სოლიდარული ვართ ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის მიმართ. მე არ ვამართლებ და არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ამის გამო მას პოლიტიკური საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოს. გასახარი არაფერი არ არის. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ მოხდა”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში დააკავეს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე