საქართველოს პირველმა ლედიმ “2017 წლის გამარჯვებული სოციალური საწარმო” დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 09.12.2017
ნანახია: 821

საქართველოს პირველმა ლედი მაკა ჩიჩუამ სოციალური საწარმოების ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილოება და გამარჯვებულ საწარმოს “ეთნოდიზაინი” ჯილდო გადასცა.

პროექტი, რომელიც კომაპნია “ჯეოსელის” ინიციატივით მიმდინარეობს, სოციალური საწარმოების პოპულარიზაციის ხელშემწყობია და პირველის ლედის მხარდაჭერით ჩატარდა.

მისი მიზანი  ამ ტიპის ბიზნესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და  მათი მიმდინარე შედეგების, მომავალის  გეგმებისა და მათ განვითარებაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის ჩვენებაა. 

თითოეულ საწარმოს ჰყავს თავისი მოხალისე ელჩი, რომელიც საზოგადოებას საწარმოს  საქმიანობის შესახებ აცნობს და თავის დამოკიდებულებას აფიქსირებს საკითხის მიმართ. 

პირველი ლედის განცხადებით,  დღეს ამ ტიპის საწარმოების რაოდენობა არ არის ბევრი, თუმცა ის შედეგი რაც უკვე გვაქვს, ნამდვილად მიგვანიშნებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები გველის წინ.

“ძალიან სასიხარულოა, რომ ამ სასარგებლო ინიციატივის თანამონაწილე მეც რომ ვარ. წლების წინ დაიწყო ჩემი და იმ ადამიანების მეგობრობა, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, მთელი საქართველს მასშტაბით აარსებენ სოციალური საწარმოებს და ნელ-ნელა, თუმცა ძალიან მიზანდასახულად, ცვლიან გარემოს და საზოგადოებას უკეთესობისკენ”, - აღნიშნა პირველმა ლედიმ.

მაკა ჩიჩუა  მოუწოდებს საზოგადოებას ახლოს გაეცნონ ასეთ საწარმოებს, მათ პროდუქციას, ითანამშრომლონ მათთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე