სადახლოზე ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:06 | 08.12.2017
ნანახია: 905

28 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის რ.ნ-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას 6 ცალი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა აღმოაჩინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონის კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე