წინასაახალწლო დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება

საქართველო, თბილისი - 15:27 | 08.12.2017
ნანახია: 1003

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წინასაახალწლო დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება. როგორც მან დედაქალაქის საახალწლო პროგრამის წარდგენისას, ბრიფინგზე განაცხადა. კონკრეტული ლოკაციების შესახებ განცხადებას მერია ხვალ გააკეთებს.

“რაც შეეხება საახალწლო დღეებში გარევაჭრობას, ჩვენ ხვალ გავაკეთებებთ განცხადებას. მოცემული იქნება კონკრეტული ლოკაციები, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულ ადამინებს ექნებათ შესაძლებლობა მათ მიერ წარმოებული პროდუქტები გაყიდონ”- განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ განაცხადა,  მერია საახალწლოდ თბილისელებს სიახლეებს სთავაზობს. მისი თქმით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე თბილისში 15 დეკემბერს აინთება. მისივე თქმით, საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. 

კალაძის განცხადებით, წელს პირველად თბილისში მთავარი საახალწლო ღონისძიებები გარეუბნებში ჩატარდება. მერის თქმით, მთავარი საახალწლო კონცერტები გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე