ირაკლი კობახიძემ შვედეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველო, თბილისი - 15:25 | 08.12.2017
ნანახია: 823

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად, შვედეთის სამეფოში იმყოფება, ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ სტოკჰოლმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ევა-ლუიზ ერლანდსონ სლორაჰთან გამართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ,  კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა.

შვედეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა. მისი განცხადებით, პროდუქტიული ვიზიტის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებსა და  ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„დღეს სრულდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები შვედეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან, მათ შორის, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ასევე, გავმართეთ ძალიან საინტერესო შეხვედრები შვედეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, სახელმწიფო მდივნებთან. დღეს შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა  სტოკჰოლმის საკრებულოს თავმჯდომარესთან. ასევე, შევხვდით შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელსა და შვედეთის თვითმმართველობათა ასოციაციის ხელმძღვანელობას. ეს იყო ძალიან პროდუქტიული ვიზიტი. ვისაუბრეთ თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე. შვედეთი მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს და ჩვენ  ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე