ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების მთავარ მიზეზებზე ისაუბრა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 08.12.2017
ნანახია: 1417

2016 წლის სექტემბერში ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების შესახებ განაცხადეს. ცოლ-ქმრის განცხადებამ ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია: ერთი წლის შენდეგაც კი საზოგადოებას არ სჯერა, რომ პლანეტის ულამაზესი წყვილი ერთად აღარ არის.  

მსახიობები აქტიურად განიხილავენ თავიანთ ურთიერთობას პრესაში, რათა თავიდან აირიდონ ზედმეტი ჭორი. ანჯელინა ჯოლიმ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც უამბო თუ რა გახდა პიტთან ურთიერთობაში ბოლო წვეთი.

2014 წელს ისინი ერთად მუშაობდნენ ფილმზე „ლაჟვარდოვანი ნაპირი“, სადაც ორივე მთავარ როლს ასრულებდა. სიუჟეტის მიხედვით (სცენარის ავტორიცა და რეჟისორიც ანჯელინა ჯოლია) ისინი ცოლ-ქმარს თამაშობდა, რომელთა ურთიერთობაშიც კრიზისი გაჩნდა.

 „ამას ჩვენთვის სარგებელი უნდა მოეტანა. სიმართლე რომ ვთქვა, მინდოდა კინოში მასთან ერთად კიდევ ერთხელ მემუშავა, რადგან ერთმანეთს „მისტერ და მისის სმიტების“ გადასაღებ მოედანზე შევხვდით და ეს მშვენიერი იყო. მინდოდა, რომ ამ ჯერზე სერიოზული როლები გვქონოდა, ჩვენ გავიზარდეთ და უფრო მნიშვნელოვანი საქმის გაკეთბა მინდოდა. ვფიქრობდი, რომ ერთობლივი სამუშაო დაგვეხმარებოდა ერთმანეთისთვის უკეთ გაგვეგო. ჩვენ მაშინ უკვე პრობლემები გვქონდა. არა, ფილმი განქორიწნების მიზეზი არ ყოფილა, მაგრამ ის დაგვეხმარა გაგვეცნობიერებინა ყველა მომწიფებული სირთულე“, - აღნიშნა ჯოლიმ.

მან ასევე აღიარა, რომ ბოლო პერიოდი რთული იყო უამრავი მიზეზის გამო: დედამისის სიკვდილი, მასტექტომია, ეჭვი სიმსივნეზე - ამ ყველაფერმა პიტთან ურთიერთობაში ბზარი გააჩინა.  

ერთობლივ დრამატულ ფილმზე მუშაობამ კი ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა - გააშიშვლა მთავარი - კომუნიკაციის პრობლემა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე