საქართველოში დასაქმებული ქალები, კაცებთან შედარებით, 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ

საქართველო, თბილისი - 13:27 | 08.12.2017
ნანახია: 1019

საქართველოში 40 %-ზე მეტი ქალი ეკონომიკურად არააქტიურია, დასაქმებული ქალები კი კაცებთან შედარებით, 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ.

კვლევის, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ თანახმად, ქალები არასაკმარისად არიან დასაქმებულები ფორმალურ ეკონომიკაში.

„დაახლოებით 40%-ით ნაკლებია ქალების რიცხვი მამაკაცებთან შედარებით, ქალების ხელფასი კი 35%-ით დაბალია ვიდრე მამაკაცების. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტების დაახლოებით 11%-ია, რომელსაც საქართველო კარგავს. ჩვენი რეკომენდაციაა, გაძლიერდეს თანამშრომლობა მთავრობას, არასამთავრობო სექტორსა და ბიზნესს შორის არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ეს მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით იმისთვის, რომ საქართველომ შეიმუშავოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, - განაცხადა შომბი შარპმა. 
კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საფარი“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე