ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ, იქ ავაწყობ ჩემს კარიერას - ნინი ქარსელაძე

საქართველო, თბილისი - 11:35 | 08.12.2017
ნანახია: 2371

მომღერალი ნინი ქარსელაძე რუსეთში მიემგზავრება, ამის შესახებ მომღერლმა ჟურნალ ,,თბილისელებთან” ისაუბრა.

მისი თქმით, მოსკოვში ბევრი გავლენიანი ადამიანი ჰყავს და თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ ამ ქალაქში იგრძნობს. 

„ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ, თუმცა ევროპაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ეს ადამიანები ტრადიციულად, მენტალურად არ არიან ქართველებთან ახლოს. ალბათ, ძალიან ადრეულ ასაკში უნდა წახვიდე იქ, რომ ევროპას აუწყო ფეხი, მოერგო და შეეწყო.

ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ, სადაც დედაჩემის ბავშვობის მეგობართან, მაია ყიფიანთან და მის არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან კომფორტული და საყვარელი ადამიანები არიან და მათ გვერდით ნამდვილად არ გამიჭირდება.

ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს რუსეთში, მათ შორის გავლენიანი, ვისაც შეუძლია გზაზე დამაყენოს და შემოთავაზებებიც მაქვს. იანვრამდე თბილისში ვარ, მერე აუცილებლად წავალ და იქ ავაწყობ ჩემს კარიერას“, - განაცხადა მომღერალმა ჟურნალთან საუბრისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე